სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

ევროპული საქართველო სუს-ის უფროსს დახურულ ფორმატში შეხვედრას სთავაზობს

პარლამენტი

ევროპული საქართველო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებს. პარტიის წევრის, სერგი კაპანაძე გომელაურს შეხვედრას დახურულ რეჟიმში სთავაზობს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მოვიდეს პარლამენტში, დახურულ ფორმატში, იქნება ეს ნდობის ჯგუფი თუ სხვა ტიპის დახურული ფორმატი და ამ და სხვა ოპერაციული სახის კითხვებს გასცეს პასუხი", - ამბობს სერგი კაპანაძე. 

სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 22 ნოემბერს ღამით დაიწყო და თითქმის 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპეცოპერაციის შედეგად გარდაიცვალა ერთი სპეცრაზმელი, დაიჭრა 4 სამართალდამცველი. ამასთან, სუს-ის ინფორმაციით, "დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი და ლიკვიდირებულია - 3". მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ადამიანი, ვის მიმართაც სპეცოპერაცია ჩატარდა, ახმედ ჩატაევია.

გუშინ, 26 ნოემბერს ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ არის ეჭვი, რომ სპეცოპერაციის დროს დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ახმეტ ჩატაევიც არის. 

ოფიციალური და დადასტურებული ინფორმაცია, ვის წინააღმდეგ ჩატარდა სპეცოპერაცია, ძალოვან უწყებებს ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ. 

ვინ არის ახმედ ჩატაევი, წაიკითხეთ აქ

კომენტარები