კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, სახალხო დამცველი უნდა იყოს დამოუკიდებელი, არაკომფორტული ხელისუფლებისთვის, უნდა ჰქონდეს გამოცდილება ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის და რაც მთავარია, უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იქნება პრინციპული. საუკეთესო კანდიდატი უნდა შეირჩეს. მე ვფიქრობ, არასამთავრობო სექტორი ცოტა დაბნეულია, რადგან ხან სამი კანდიდატი იყო, ხან ოთხი. შეიძლება, ეს რიცხვი კიდევ გაიზარდოს.
tbl.ge/2n27
დაკოპირდა

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ომბუდსმენობის კანდიდატებზე. ცნობისთვის, არასამთავრობო სექტორი პარლამენტს ომბუდსმენის პოსტზე ასარჩევად ანა ნაცვლიშვილის, ნინო ლომჯარიას, ზვიად ქორიძის და ვახუშტი მენაბდის კანდიდატურებს სთავაზობს.
ამავე თემაზე
- ომბუდსმენი: წლიურ ანგარიშში განხილულია კანონში ცვლილებები, რაც ხელს უშლის უფლებების დაცვას
- დათაშვილი მოვინახულეთ, რეაგირებისთვის პროკურატურას და შსს-ს მივმართეთ – სახალხო დამცველი
- გახარია: ჩვენი გუნდის რამდენიმე წევრი დაკავებულია, სახალხო დამცველი არაფერს აკეთებს
- ომბუდსმენი წალკას ეწვია, სადაც ბილინგვური სწავლება და ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა
- ომბუდსმენი: აუცილებელია დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენისგან თავისუფალი საარჩევნო გარემო




