სპეცოპერაცია ცხეთაში

მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, მცხეთაში ოთხი პირი დააკავეს

Getty Images

სამართალდამცავებმა მცხეთაში, ოთხი პირი, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს. უწყების ინფორმაციითვე, ოთხივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს და პირი, რომელიც მათ მძევლად ყავდათ აყვანილი უვნებლად გაათავისუფლეს. 

შსს-ს ინფორმაციითვე, ბრალდებულები: 1991 წელს დაბადებული ბ.ბ., 1993 წელს დაბადებული ზ.მ., 1985 წელს დაბადებული თ.შ. და 1989 წელს დაბადებული თ.რ. წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არიან ნასამართლევი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 1984 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ხელ-ფეხ შეკრული ავტომანქანის საბარგულში მოათავსეს და განთავისუფლების სანაცვლოდ მისი ოჯახის წევრებს 7 000 ლარი მოსთხოვეს." - წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მცხეთასთან სპეცდანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული. 

კომენტარები