სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

კალაძე დაზარალებულებს: ყველაფერს აღვადგენთ და უზრუნველვყოფთ

თბილისის მერია

დღეს თბილისის მერი კახა კალაძე ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი სპეცოპერაციისას დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა. თბილისის მერის განცხადებით, მდგომარეობის დასადგენად დაწყებულია სამუაშაოები და ყველა ადამიანს, ვისაც რა დაუზიანდა სპეცოპერაციის დროს, ყველაფერი აუნაზღაურდება.

“ლაბორატორიას დაწყებული აქვს მუშაობა და უახლოეს მომავალში გვეცოდინება, რა მდგომარეობაა. ზოგადად, აღდგენით სამუშაოებს რაც შეეხება, ჩვენ მზად ვართ. პრემიერის დავალება არის ის, რომ მოწესრიგებული იყოს ყველაფერი, შესაბამისად, უახლოეს დღეებში დავიწყებთ ამ სამუშაოების განხორციელებას, ჩატარდება ასევე ინვენტარიზაციის სამუშაოები და იქ მცხოვრებ ადამიანებს, ვისაც რა დაუზიანდა, ყველაფერი აღდგენილი და უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი მხრიდან,”- თქვა კალაძემ.

რა შედეგებით დამთავრდა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია და როგორი იყო მისი ქრონოლოგია, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები