თურქეთი-რუსეთი

თურქეთი პირველ რუსულ S-400 ტიპის რაკეტებს 2019 წელს მიიღებს

AFP

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დააკონკრეტა ვადა, რომელშიც თურქეთი რუსეთისაგან შეძენილ პირველ S-400 ტიპის რაკეტებს მიიღებს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით ეს 2019 წელს მოხდება.

თურქეთი და რუსეთი იარაღის შეძენის შესახებ მოლაპარაკებებს წელიწადზე მეტია აწარმოებენ.

შეთანხმებამ NATO-ს მოკავშირეებში შეშფოთება გამოიწვია ნაწილობრივ იმიტომ, რომ ამ იარაღის NATO-ს თავდაცვის სიტემაში ინტეგრაცია ვერ მოხდება. ოფიციალურმა ანკარამ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ვინაიდან NATO-ს წევრმა ქვეყნებმა სხვა უფრო ეფექტური ატერნატივა არ შესთავაზეს, მათ სხვა არჩევანი არ დარჩათ.

"მას შემდეგ, რაც ამ სისტემებს მივიღებთ, ჩვენს ქვეყანას ექნება დაცული და მნიშვნელოვანი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები. ეს გადაწყვეტილება, რომელიც სასწრაფო საჭიროებების საპასუხოა ჩვენი საკუთარი თავდაცვის სისტემების ჩამოყალიბებას არ შეაფერხებს" განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები