თბილისის მერიის ცნობით, კეთილმოწყობის სამსახურმა მშვიდობის ხიდის მორეცხვა დაიწყო. დედაქალაქის მთავრობის ინფორმაციით, მშვიდობის ხიდის, როგორც გარე კარკასის, ასევე შიდა საფეხმავლო ნაწილის მორეცხვა-დასუფთავება მოხდება.

ფოტო: თბილისის მერია
დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2017 წელს მშვიდობის ხიდის მოვლა-პატრონობისთვის 465 000 ლარია გამოყოფილი.





