ტერაქტი ნიგერიაში

ნიგერიაში მეჩეთში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა

reuters

ნიგერიის მეჩეთში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქ მუბიში მოხდა. პოლიციის ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ბომბი დილის ლოცვის დროს აამოქმედა. ნიგერიის ხელისუფლების განცხადებით, დაშავებულთა ზუსტი რიცხვი უცნობია. დაჭრილები კი, ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია, სავარაუდო ეჭვმიტანილად ტერორისტული დაჯგუფება “ბოკო ჰარამი” განიხილება.

ნიგერიაში ტერორისტულ აქტებს დაჯგუფება “ბოკო ჰარამი” ახორციელებს. ისინი ხშირად იყენებენ თინეიჯერებსა და ახალგაზრდა ქალ თვითმკვლელ ტერორისტებს თავდასხმებისათვის. 2009 წლის შემდეგ ამბოხებულები ქვეყანაში ისლამური სახელმწიფოს შექმნას ცდილობენ. მათ მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს უკანასკნელ წლებში ათასობით ადამიანი შეეწირა.

კომენტარები