გერმანია

მერკელი: უმცირესობის კოალიციის შექმნაზე კარგი გზა ხელახალი არჩევნების დანიშვნაა

Reuters

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ უმცირესობის მთავრობის შექმნას ხელახალი არჩევნების დანიშვნა ურჩევნია. მისივე თქმით ის ვერ ხედავს თანამდებობიდან გადადგომის მიზეზს მიუხედავად ჩაშლილი მოლაპარაკებებისა.

თავისუფალმა დემოკრატებმა ოთხკვირიანი განხილვის შემდეგ ანგელა მერკელის ქრისტიან დემოკრატიულ კავშირთან და მწვანეთა პარტიასთან მოლაპარაკებებზე უარი თქვეს.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის, კრისტიან ლინდნერის თქმით პარტიებს შორის ნდობის საფუძველი არ არსებობს.

მერკელის ქრისტიან დემოკრატიული პარტიის ზოგიერთი წევრი იმედოვნებს, რომ კოალიცია კვლავ სოციალ დემოკრატიულ პარტიასთან შედგება მიუხედავად იმისა, რომ სოციალ დემოკრატებმა ამგვარი კოალიცია თავიდანვე გამორიცხეს.

სოციალ დემოკრატების ლიდერის, მარტინ შულცის თქმით მის პარტიას ახალი არჩევნების არ ეშინია.

სოციალ დემოკრატებთან შესაძლო კოალიციის შესახებ მერკელმა თქვა, რომ დაელოდება პრეზიენტ შტაინმაიერსა და პარტიის ლიდერებს შორის შეხვედრის შედეგებს, თუმცა მისივე თქმით მისი გადადგომის მოთხოვნა ახალი კოალიციის მოლაპარაკებებში პოზიტიური სტარტი არ იქნება.

ხელახალი არჩევნები პარტიებთან მოლაპარაკების შემდეგ პრეზიდენტმა შტაინმაიერმა უნდა დანიშნოს. მან პარტიებს მოუწოდა კომპრომისებზე წავიდნენ და საკუთარი პასუხისმგებლობა ამომრჩევლებს არ გადააბარონ.

ეგახსენებთ, რომ გერმანიაში ფედერალური არჩევნები 24 სექტემბერს ჩატარდა. არჩევნების შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები