გრიგოლეთში მომხდარი ხანძრის გამო 80 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, შემთხვევა დილით მოხდა. სახლში გაჩენილი ხანძარი მეზობლებმა შეამჩნიეს. ძლიერი ცეცხლის გამო, ადგილზე 5 სახანძრო ჯგუფი მუშაობდა.
შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, განადგურებას, ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საშიში საშუალებით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.