რუსეთი

"ნაკლები იმუშავეთ" - ვლადიმირ პუტინის რჩევა რუსეთის პატრიარქს

kremlin.ru

20 ნოემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთის პატრიარქს კირილეს დაბადების დღე მიულოცა. პრეზიდენტმა პატრიარქს ჯანმრთელობა უსურვა და საჩუქრად ვლადიმირ ლაპოვკის ნახატი აჩუქა.

„გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, სიკეთესა და ჯანმრთელობას... ნაკლები იმუშავეთ“-დასძინა პუტინმა მილოცვის დროს.

პატრიარქმა, თავის მხრივ, პრეზიდენტს მადლობა სახელმწიფოსა და ეკლესიის მჭიდრო თანამშრომლობის მხარდაჭერისთვის გადაუხადა.

კირილე 2009 წლიდან მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქია. 2017 წლის 20 ნოემბერს ის 71 წლის გახდა.

კომენტარები