თბილისის მერია

მერია ფინანსთა სამინისტროს თბილისის ბიუჯეტის გაზრდას სთხოვს

თბილისის მერია

თბილისის მთავრობა ფინანსთა სამინისტროს დედაქალაქის ბიუჯეტის გაზრდას სთხოვს. ვიცე მერის, ირაკლი ხმალაძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ხმალაძე ამბობს, რომ გაზრდილი ბიუჯეტი წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების განხორციელებისთვის არის საჭირო. 

"არსებითი ცვლილებები იქნება ბიუჯეტის, ჩვენ საშემოსავლო ნაწილში შენიშვნები არ გვაქვს, სწორად არის დაგეგმილი, თუმცა, ხარჯვით ნაწილში ჩვენ მნიშვნელოვან ცვლილებებს შევიტანთ. ამასთან ერთად, გრძელდება კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსთან, ბატონი კახა აგრძელებს კონსულტაციებს, რომ დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი გაიზარდოს და ეს ნაზარდი თანხა მოხმარდეს იმ პროგრამების განხორციელებას, რომელიც ჩვენ დავპირდით მოსახლეობას", - თქვა ხმალაძემ. 

ამ ეტაპზე თბილისის ბიუჯეტი 815 მლნ ლარით განისაზღვრება.

კომენტარები