მამაკაცის გარდაცვალება

ვერის ბაღში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

თბილისში ვერის ბაღში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები