აზერბაიჯანში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, რამდენიმე რაიონში სახლები დაინგრა და ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა. ეპიცენტრი ქალაქებში: ბარდასა და გეიჩაიში იყო. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისშიც გრძნობოდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, აზერბაიჯანში მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან 171 კილომეტრის დაშორებით მოხდა.