საპატრიარქო

მიტროპოლიტი სერგი: ომიანობისას ხატები შემოატარეს მოსკოვს და მტერი ვერ შევიდა

ჩვენს ეპარქიას და საქართველოს საზღვრებს ხანდახან შემოვიფრენთ ხოლმე ხატებით და საზღვრებს ვაკურთხებთ. ადრე პატრიარქის კურთხევა იყო, რომ ყოველთვე თუ ვერ მოვახერხებთ, სამ თვეში ერთხელ მაინც ვაკურთხოთ. ამით საქართველოს ვიცავთ. ომიანობის პერიოდში, ასე, ხატები შემოატარეს მოსკოვს და მტერი ვერ შევიდა

მიტროპოლიტმა სერგი ჩეკურიშვილმა ეს Reginfo.ge-ს უთხრა. სასულიერო პირებმა სკოლები დალოცეს და ვერტმფრენიდან კანფეტები გადმოყარეს. კახეთში, სახელმწიფოს კუთვნილი ვერტმფრენიდან მოსწავლეების კურთხევის გამო, სასაზღვრო პოლიციის მაღალჩინოსანს უფლებამოსილება შეუწყდა. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

კომენტარები