ჰოლივუდი

დიკ ჩეინის როლის შესასრულებლად, კრისტიან ბეილიმ თავი გადაიპარსა და წონაში მოიმატა

Sundholm,Magnus/action press/REX/Shutterstock

კრისტიან ბეილის წონის რადიკალურ ცვლილებებს არაერთხელ გაუოცებია მაყურებელი, მაგალითად The Machinist-ში შესრულებული როლისთვის მან 28 კილო დაიკლო, American Hustle-ისთვის კი ღიპი დაიდო. 

ფილმში, რომელიც სულ მალე გამოვა ტელეეკრანებზე, ბეილი აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის დიკ ჩეინის როლს შეასრულებს, რომლისთვისაც მან ისევ მოიმატა წონა. ბევერლი ჰილსში გამართულ პრესკონფერენციაზე Batman-ის ვარსკვლავი სრულიად ახალი იმიჯით წარსდგა საზოგადოებისა და პრესის წინაშე - გადაპარსული თავითა და მკვეთრად მომატებული წონით. 

პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე, თუ როგორ შეძლო ამდენი კილოგრამის მომატება, ბეილს გაეცინა და თქვა:

"უბრალოდ, ძალიან ბევრ ღვეზელს ვჭამდი".

ფილმის "მტრები" პრემიერა 2017 წლის 22 დეკემბერს შედგება. 

კომენტარები