ოკუპაცია

ცქიტიშვილი: სამწუხაროა, რომ რუსეთი კონსტრუქციულობის არცერთ ნიშანს არ გვაძლევს

ეს არის დესტრუქციული ქმედება რუსეთის მხრიდან, ის აგრძელებს იმ საოკუპაციო პროცესს, რომელიც უკვე დიდი ხანია, დაწყებულია. ამაში ბუნებრივია, ახალი არაფერი არ არის, თუმცა სამწუხაროა, რომ რუსეთი კონსტრუქციულობის არცერთ ნიშანს არ გვაძლევს. სამწუხაროდ, ამ მოცემულობაში ვართ დღეს. მეორეს მხრივ, ჩვენ გვაქვს კონსოლიდირებული მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოჰყვება ის მკაცრი განცხადებები, რომელიც ყოველთვის მოჰყვება ამდაგვარ ვიზიტებს.

განაცხადა ქართული ოცნების წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა რუსთავი 2-თან, ვლადიმირ პუტინისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის დაანონსებული შეხვედრის შესახებ საუბრისას. 

კომენტარები