ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობისთვის ერთი პირი დააკავეს

usnews.com

სამართალდამცავებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს ახალსოფლის განყოფილების თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ო.წ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს, 1985 წელს დაბადებულ ე.ნ.-ს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას ო.წ. ეტრაჰიდროკანაბინოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა." - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით.)

კომენტარები