სამთავრობო ცვლილებები

აბაშიშვილი: სამთავრობო ცვლილებები საზოგადოებაზე პოზიტიურად უნდა აისახოს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პრემიერმინისტრის წარდგენილ სამთავრობო ცვლილებებს დადებითად აფასებს. მისი თქმით, ცვლილებები საქართველოს მთავრობისა და მთავრობის წევრების საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის.

"ჩვენ დადებითად ვაფასებთ მინისტრების პოსტზე წარმოდგენილ კანდიდატურებს, წარმატებას ვუსურვებთ მათ, ვინაიდან მათ აქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე”, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

აბაშიშვილი პრემიერმინისტრის მიერ დაანონსებულ ოპტიმიზაციის პროცესსაც მიესალმება და აღნიშნავს, რომ "ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესის შედეგად განხორციელებული ცვლილებები საზოგადოების თითოეულ წევრზე პოზიტიურად აისახოს."

ცნობისთვის, პრემიერმა კვირიკაშვილმა სამთავრობო ცვლილებები 13 ნოემბერს წარადგინა.

ცვლილებები ასე გამოიყურება:

  • ეკონომიკის სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების ნაწილი. უწყების პოსტზე დიმიტრი ქუსმიშვილი ინიშნება;
  • კულტურის სამინისტროს უერთდება სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი (სპორტის ნაწილი) მინისტრი იქნება მიხეილ გიორგაძე;
  • გარემოს დაცვის სამინისტროს (გარემოს დაცვის ნაწილი) სოფლის მეურნეობის სამინისტროში ერთიანდება, უწყების ხელმღვანელი ლევან დავითაშვილი იქნება;
  • სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის ნაწილი განათლების სამინისტროში შევა, უწყების მინისტრად კი ინიშნება მიხეილ ჩხენკელი (თსუ-ს მოქმედი პრორექტორი);
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკურ უწყებებში ინტეგრაციის სამინისტრო უერთდება, უწყების ხელმძღვანელი მიხეილ ჯანელიძე იქნება;
  • გიორგი გახარია ინიშნება შსს მინისტრად, ამავდროულად ის ვიცეპრემიერის პოსტს მიიღებს;
  • მამუკა ბახტაძე (რკინიგზის დირექტორი) ინიშნება ფინანსთა მინისტრად;
  • შსს-ს შემადგენლობაში არსებული საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტო და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო გაერთიანდება და მას გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური, უწყების ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური იქნება.
  • დაგეგმილი საკადრო ცვლილებების შედეგად მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადება იქნება საჭირო.

კომენტარები