თბილისის მერია

"მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში" - კახა კალაძემ პოსტი ოფიციალურად გადაიბარა

თბილისის მერია

კახა კალაძე თბილისის მერიაში მივიდა და თანამშრომლებს შეხვდა. თბილისის მერს პოსტი მისმა წინამორბედმა დავით ნარმანიამ გადააბარა და წარმატებები უსურვა.

"მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, რომ ჩემი ქვეყნის დედაქალაქის არჩეული მერი ვარ. ამავდროულად, კარგად მაქვს გაცნობიერებული თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი, თუ რამდენი არის გასაკეთებელი, რამდენია სამუშაო. შესაბამისად, გუნდთან ერთად, ამ ადამიანებთან ერთად ჩვენ შევძლებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც დღეს ქალაქისთვის აქტუალურია" - განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ 15:00-ზე მოადგილეებს წარადგენს.

"ვიცი, რომ ძალიან დიდია ინტერესი როგორც თქვენში, ასევე საზოგადოებაში და ამ ადამიანების ვინაობა გახდება ცნობილი" - თქვა თბილისის მერმა.

კომენტარები