IMEDINEWS-ის ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილი სათავეში ახალ უწყებას ჩაუდგება

facebook.com/miaofgeo

ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილის ახალი თანამდებობა ცნობილია - ის იმ უწყებას უხელმძღვანელებს, რომელიც კრიზისების საბჭოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გაერთიანებით შეიქმნება. 

არსებული ცნობებით, კრიზისების მართვის საბჭო უქმდება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კი შსს-ის დაქვემდებარებიდან გამოვა და ერთ ახალ უწყებად ჩამოყალიბდება.

გიორგი მღებრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს 2015 წლის 1-ლი აგვისტოდან იკავებს. მანამდე ის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი იყო. 

სწორედ მის შსს-ის მინისტრობის პერიოდთან დაკავშირებით აქვს ოპოზიციას კითხვები, თუმცა, არაერთი მიმართვის მიუხედავად, მღებრიშვილი პარლამენტში არ გამოცხადდა. 

საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ არაოფიციალური ცნობები მედიით ვრცელდება. დადასტურებულ ინფორმაციას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ხვალ, 11 საათზე გააცნობს. 

კომენტარები