არჩევნები 2017

საია: გაურკვეველი პირები უბნებზე მისულ ამომრჩევლებს მეორე ტურზეც აღრიცხავენ

ტაბულა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ბორჯომის #7 და #27 უბნების გარეთ სიებით იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც უბნებზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ. ასევე, ამავე უბნებზე ამომრჩეველი სამარშუტო ტაქსებით და მანქანებით მოჰყავთ.

ორგანიზაციის ცნობით, მანქანით მიჰყავთ ამომრჩეველი ოზურგეთის #40 უბანზეც.

უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ ასევე ყაზბეგის #2 საარჩევნო უბნის გარეთ მყოფი პირები.

ოზურგეთის მე-7 უბანზე კი ამომრჩევლის აღრიცხვა საარჩევნო უბნის შიგნით ხდება, სადაც „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი მათ სახელს და გვარს რვეულში ინიშნავს. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ ფაქტებს ამომრჩევლის ნების კონტროლად აფასებს. 

კომენტარები