საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, სასამართლომ, ტრანსგენდერი ქალის ცემისთვის, პირი დამნაშავედ ცნო და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ქ.თბილისში,
ბრალდებულმა ა.გ.-მ ხელის მრავალჯერადი დარტყმით დაზიანებები მიაყენა ტრანსგენდერ
ს.ო.-ს გენდერული იდენტობის მიმართ გამოვლენილი შეუწყნარებლობის მოტივით, რის
შედეგადაც ს.ო.-მ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის
მოუშლელად."-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ა.გ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით წარედგინა, რაც გულისხმობს წამებას, ცემას ან ისეთ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.





