პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

მარგველაშვილი პოლონელებს: თავისუფლებისთვის სისხლია დასაღვრელი და ორივე ვღვრით

ბატონო პრეზიდენტო თქვენ საუბრობდით ქართველების და პოლონელების მსგავსების შესახებ და თქვენ გაიხსენეთ ლეხ კაჩინსკი. ალბათ ყველაზე დიდი შეჯამება სწორედ იმ ტრაგიკულ დღეებში იყო, როდესაც საქართველოს თავს დაესხა მეზობელი ბირთვული სახელმწიფო, და საქართველოს გვერდით დადგნენ ჩვენი ქვეყნის მეგობრები, ჩვენ არასდროს არ დავივიწყებთ იმ მომენტებს, როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირდა, ჩვენ არასდროს დავივიწყებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ის დღეები შეეძლოთ გაეტარებინათ თავიანთ სამშობლოში და არა დაბომბილ თბილისში, რომელთაც ადამიანური ვალდებულების გარდა არანაირი სხვა ვალდებულება არ უბიძგებდათ აი ამ თამამი ნაბიჯებისკენ.

ასე რომ ჩვენ დაგვაკავშირა არა მხოლოდ ჩვენმა სტრატეგიულმა მიზნებმა, არამედ იმ ტკივილმა, რომელიც ჩვენმა თაობამ განიცადა სულ რამდენიმე წლის წინაც, და იმ მეგობრობამ, რომელიც დავინახეთ.


ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვგავართ ერთმანეთს, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლება. ჩვენ იმიტომაც ვგავართ ერთმანეთს, რომ ამ თავისუფლების დაცვისთვის რეალურად ვიცით, რომ არის სისხლი დასაღვრელი და ორივე ვღვრით ამ სისხლს და მე ბედნიერი ვარ, რომ მთელი ამ ემოციის ხორცშესხმა, პოლიტიკაში ქცევა, ამ ემოციის პოლიტიკაში გადათარგმნა ჩემი და თქვენი მეგობრობის ფონზე ხორციელდება.

პრეზიდენტი მარგველაშვილი პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

კომენტარები