თბილისის მიკროავტობუსი

კალაძე: ზაფხულში რომ "მარშრუტკებში" კონდიციონერს არ რთავდნენ, ეს დასრულდება

უამრავი ადამიანი მგზავრობს დღეს ყვითელი სამარშრუტო ტაქსებით. ეს არის N1 ტრანსპორტი, რომელსაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღის განმავლობაში, შესაბამისად, მგზავრებისთვის კომფორტის შექმნა არის ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი და ის, რომ ზაფხულის თვეებში კონდიციონერს არ რთავდნენ და ხალხი იხჩობოდა "მარშრუტკებში", ეს ვეღარ იქნება და აღარ იქნება, ეს იქნება დასრულებული. კეთილი ინებოს კომპანიის ხელმძღვანელობამ და ის რეგულაციები, რაც არსებობს, აღსრულებაში მოიყვანოს.

თბილისის არჩეული მერის კახა კალაძის თქმით, მიუღებელია, რომ სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებით არსებული რეგულაციების აღსრულება არ ხდება.

კომენტარები