წონაში კლება

კვლევამ გამოავლინა 10 საშიში ფილმი, რომელიც წონის დაკლებას ყველაზე მეტად უწყობს ხელს

NME.com

საშინელებათა ფილმების ყურება წონის დაკლებას უწყობს ხელს - ამის შესახებ კვლევას უენსტმინსტერის უნივერსიტეტი აქვეყნებს. 

90 წუთიანი საშინელებათა ფილმის ყურება დაახლოებით 113 კალორიას წვავს, ეს ნახევარსაათიანი სიარულის ტოლფასია. ზოგი საშინელებათა ფილმის ყურება უფრო ეფექტურია წონის დაკლების მხრივ. კვლევის მიხედვით ყველაზე მეტი კალორია შემდეგი ფილმების ყურების დროს იწვება:

1. The Shining - 184 კალორია

2. Jaws - 161 კალორია

3.The Exorcist - 158 კალორია

4. Alien - 152 კალორია

5. Saw - 133 კალორია

6. A Nightmare On Elm Street - 118 კალორია

7. Paranormal Activity - 111 კალორია

8. The Blair Witch Project - 105 კალორია

9. The Texas Chain Saw Massacre - 107 კალორია

10. [REC] - 101 კალორია

კვლევის მიხედვით, საშინელებათა ფილმები, რომლებშიც მოულოდნელად შემოდის საშიში სცენები უფრო ეფექტურია კალორიების დაწვისას, რადგან ამ დროს გულის ცემა მკვეთრად იზრდება.

"როდესაც პულსი იზრდება და სისხლი ორგანიზმში უფრო სწრაფად იწყებს მოძრაობას, სხეულში ადრენალინის დიდი ტალღა წარმოიქმნება. ადრენალინის წარმოქმნა აქვეითებს მადას, ასწრაფებს მეტაბოლიზმს და წვავს კალორიებს."- ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ექიმი რიჩარდ მაკენზი.

კომენტარები