ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი დოლართან 1.7, ხოლო ევროსთან - 3 თეთრით გამყარდა.
6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6108 ლარი გახდა, 1 ევროსი კი, 3.0301 ლარი.
ბოლო კვირებში, ლარი ყოველდღიურად უფასურდებოდა. ეროვნულმა ვალუტამ ევროსთან მიმართებით, რამდენჯერმე მოხსნა გაუფასურების რეკორდი. ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებას "უსაფუძვლო მოლოდინებს" უკავშირებს.





