მე ბოლომდე ვუჭერ მას [გურამ კაშიას] მხარს, როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი და როგორც უბრალოდ საქართველოს რიგითი მოქალაქე. მან ამით უთხრა "არა ძალადობას", "არა ადამიანთა ჩაგვრას". მას არ აინტერესებს ადამიანის ორიენტაცია, კანის ფერი და ა.შ. ის უბრალოდ იმის მომხრეა, რომ ყველა თანასწორუფლებიანი იყოს. ჩემი აზრიც ისეთია, რომ თუ თანამედროვე სახელმწიფოს ვაშენებთ, რომელიც განვითარებისკენაა მიდრეკილი, ხალხიც ესე უნდა იყოს ჩემი აზრით და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხარ შენ, რა ხედვები და მსოფლმხედველობა გაქვს, მთავარია, იყო კანონმორჩილი მოქალაქე. მეყოფოდა თუ არა გამბედაობა? გურამ კაშია არის, როგორც უკვე ვახსენე ვიტესის კაპიტანი და ლიდერი, გურამ კაშია არის საქართველოს ვიცე კაპიტანი და ლიდერი და სწორედ მას ჰყოფნის გამბედაობა ყველაფრისთვის, ასე ვთქვათ და ამიტომაც მას ერგო წილად, როგორც ვიტესში კაპიტნობა, ისე საქართველოს ნაკრებში ვიცე კაპიტნობა.
tbl.ge/2lw5
დაკოპირდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ნიკა კვეკვესკირი რუსთავი 2-ის გადაცემა P.S-ში.
ამავე თემაზე
- ლელოს წევრი: LGBT ადამიანებმა არ იციან, სახლში დაბრუნდებიან თუ არა უსაფრთხოდ, უნდა ვაღიაროთ
- WISG: ლესბოსელ შვილზე ძალადობისთვის, პოლიციამ მშობლებს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა
- ქართული მარშის წევრები "ტორპედოს“ სტადიონზე შეიჭრნენ, მათ LGBT დროშა დაწვეს
- კაშია: თამაში-ტური იყო, სადაც ვიტესის კაპიტანს უნდა კეთებოდა ეს სამკლაური
- ბასილაშვილი: ჩემი მხარდაჭერა გურამ კაშიას, ის ერთ-ერთი საამაყო ქართველი სპორტსმენია