გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 ნოემბერს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 7-8 ნოემბერს ზოგან იწვიმებს, მაღალ მთაში კი, მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსი იქნება.
9 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, თბილისში 7-9 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი.
11 ნოემბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს.





