ჯანსუღ ჩარკვიანი

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ინსულტის დიაგნოზით რეანიმაციულ განყოფილებაში აგვისტოს თვეში გადაიყვანეს.

ჩარკვიანის პირველი ლექსი 1947 წელს გამოქვეყნდა. 1959 წელს გამოვიდა პოეტის პირველი წიგნი „ერთი ღამის სიჩუმეში”. ასევე, გამოცემული აქვს წიგნები: „რწმენის კედელი”, „დიდი ნათელი”, „ერთტომეული”, „რჩეული პოემები”, „მე და შენ” , „არცა ვმსახურობდე სხვას!” , პუბლიცისტური წიგნი „თავისუფლება ლომთა ხვედრია”.

ჯანსუღ ჩარკვიანს მინიჭებული ჰქონდა გალაკტიონ ტაბიძისა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიები. ასევე მიღებული ჰქონდა შალვა დადიანის ლიტერატურული პრემია. იყო საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი 1995 და 1999 წლებში.

კომენტარები