გურამ კაშია

ჯანელიძე: მსურს, სრული სოლიდარობა გამოვუცხადო ქართველ ფეხბურთელებსა და ფედერაციას

მსურს, სრული სოლიდარობა გამოვუცხადო ქართველ ფეხბურთელებს და ფეხბურთის ფედერაციას. ყოვლად მიუღებელია, რომ ადამიანები, რომელთაც სახელი გაუთქვეს ჩვენს ქვეყანას და საქართველოს პოზიტიურ იმიჯს ამკვიდრებენ მსოფლიოში საკუთარი დაუღალავი შრომით, გახდნენ მსხვერპლი გაუგებარი ადამიანებისა და ჯგუფების შეტევის. მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოების მტკიცე და ერთსულოვანი პასუხი. ვერავინ ვნახე დღეს აქციაზე მისული ისეთი, ვისაც იმის მეათედი სიკეთე მაინც ჰქონდეს მოტანილი ქვეყნისთვის, რასაც მათ მიერ შეურაცხყოფილი ადამიანები აკეთებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე გურამ კაშიას მიმართ გამოთქმულ ნეგატიურ კომენტარებს საკუთარ Facebook-ზე გამოეხმაურა.

კომენტარები