კრიმინალი

სპეცოპერაცია თბილისში - იარაღის და საბრძოლო მასალის ტარებისთვის ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა აღმაშენებლის ხეივანში სპეცოპერაცია ჩაატარეს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული დ.ჯ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ. აბრეზი, „ნაგანის“ ტიპის რევოლვერი, ხელყუმბარა და სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნები ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

კომენტარები