ჯანსაღი კვების პოპულარიზაციისთვის, მოსწავლეები ხილ-ბოსტნეულის საწარმოში წაიყვანეს
განათლების სამინისტრო
tbl.ge/2lpa
დაკოპირდა
განათლების სამინისტროს ცნობით, ჯანსაღი კვების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, შიდა ქართლის რეგიონის სკოლის მოსწავლეებმა გორში გახსნილი ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს.
ფოტო: განათლების სამინისტროუწყების ინფორმაციით, მოსწავლეებმა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებისა და საწარმოს თანამშრომლებისგან მიიღეს ინფორმაცია როგორ მზადდება ჯანსაღი პროდუქტი და როგორ უნდა განვასხვავოთ ის არაჯანსაღისაგან.
ღონისძიება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სკოლებში“ ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიებას ორგანიზებას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ“. ღონისძიების დაგეგმვაში მონაწილეობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროც.
აქვე შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტრომ ჯანსაღი კვების პოპულარიზაციისთვის სკოლებში ვაშლების დარიგების საპილოტე პროექტიც დაიწყო.