ჯანსაღი ცხოვრების წესი

ჯეჯელავა: ჯანსაღი კვების წესის მიმართულებით სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი

სკოლებში სისუფთავე რეგულარულად მოწმდება. მართალია, მშობლებს აქვთ პრეტენზია, თუმცა თვითონ ოჯახებიც აძლევენ შვილებს არაჯანსაღი საკვების მიღების საშუალებას. ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს მთელ საზოგადოებას ერთად ანუ, სიტყვაზე, სკოლის ბუფეტში რომ ვერ ჭამოს ბავშვმა ჩიფსი და სახლში ჭამოს, ამისგან უფრო ჯანმრთელი არ გახდება. ამიტომ, სკოლის ბუფეტებიც არის გასაჯანსაღებელი და მთლიანად ჯანსაღი ცხოვრების და ჯანსაღი კვების წესის მიმართულებით ძალიან სერიოზული ნაბიჯები არის გადასადგმელი.

ინტერპრესნიუსის ცნობით, ვიცეპრემიერი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა

კომენტარები