"მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით საქართველო უმაღლეს ათეულში მოექცა. ეს არის ძალიან დიდი წარმატება და მინდა ყველას მივულოცო. ეს არის ასევე მიზანმიმართული, ძალიან მნიშვნელოვანი მუშაობის შედეგი, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში იქნა გაწეული, ეს არის შედეგი, ძალიან ბევრი რეფორმის რომელიც გატარდა", - ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.
Doing Business-ის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით 190 ქვეყანას შორის მეცხრე ადგილზეა. საქართველომ წინა რეიტინგთან შედარებით შვიდი ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია.
2018 წლის რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
- ახალი ზელანდია
- სინგაპური
- დანია
- კორეა
- ჰონგ-კონგი, ჩინეთი
- აშშ
- დიდი ბრიტანეთი
- ნორვეგია
- საქართველო
- შვედეთი
წინა წელთან შედარებით საქართველოს ქულა გაუმჯობესდა 6 ინდიკატორში, ხოლო 4 ინდიკატორში დარჩა უცვლელი. 2018 წლის ანგარიშით არცერთ ინდიკატორში ქულა არ გაუარესებულა.
საქართველოს ქულები ასე გამოიყურება:
- ბიზნესის დაწყება - 97.84 (ქულა გაუმჯობესდა 0.01-ით)
- მშენებლობის ნებართვის მიღება - 77.57 (ქულა გაუმჯობესდა 0.02 ქულით)
- ელექტროენერგიის ქსელზე მიერთება - 84.32 (შედეგი გაუმჯობესდა 0.55 ქულით)
- მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა - 81.67 (შედეგი გაუმჯობესდა 5.00 ქულით)
- გადასახადების გადახდა - 87.14 (შედეგი გაუმჯობესდა 0.04 ქულით)
- გადახდისუუნარობის საქმეების გადაწყვეტა - 55.59 (შედეგი გაუმჯობესდა 15.57 ქულით)