Doing Business

საქართველო ისევ საუკეთესო ათეულშია!

"The world you desire can be won, it exists, it is real, it is possible, it is yours".

Doing Business 2014 რეიტინგის მიხედვით, საქართველო მე-8 ადგილზეა ბიზნესის კეთების (წარმოების) სიმარტივით.

რა არის Doing Business?

Doing Business არის მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეიტინგი, რომელიც მსოფლიოს 189 ქვეყანაში აფასებს რამდენად მარტივი და გამართულია ბიზნესის რეგულაციები და მათი აღსრულება შემდეგ 11 სფეროში:

- ბიზნესის დაწყება
- თანამშრომელთა დაქირავება
- მშენებლობის ნებართვის აღება
- ელექტროენერგიის ქსელზე დაერთება
- ქონების რეგისტრაცია
- კრედიტის აღება
- ინვესტორების დაცვა
- გადასახადების გადახდა
- საგარეო ვაჭრობა
- ხელშეკრულებების აღსრულება
- გადახდისუუნარობის საქმის წარმოება

შესაძლებელია Doing Business-ის მოტყუება?

არა, ეს შეუძლებელია, რადგან:

1. Doing Business-ის რეიტინგი აფასებს არა მხოლოდ ქვეყნის კანონმდებლობას (ანუ იმას რაც ფურცლებზე წერია), არამედ ქვეყანაში არსებულ პრაქტიკას (ანუ ფურცლებზე დაწერილის რეალობაში აღსრულებას).

მნიშვნელოვანია, რომ რაც არ უნდა კარგად იყოს გარკვეული პროცედურები კანონმდებლობაში გაწერილი, თუ ეს პროცედურები პრაქტიკაში არ ხორციელდება, მაშინ Doing Business მათ არ ითვალისწინებს.

2. Doing Business-ის ინფორმაციის წყარო არ არის მხოლოდ საჯარო სექტორი.

Doing Business-ის კითხვარები ეგზავნებათ როგორც საჯარო მოხელეებს ისე კერძო კომპანიებს და გამოკითხულთა მინიმუმ 75%-ს შეადგენს სწორედ კერძო კომპანიების წარმომადგენლები (ამის შემოწმება ადვილია, რადგან რეიტინგის ყოველწლიურ ანგარიშს ბოლოში აქვს ჩამონათვალი იმ პირებისა, ვინებმაც კითხვარი შეავსეს).

3. Doing Business ქვეყნებში აგზავნის ექსპერტთა მისიებს, რომლებიც ხვდებიან მხოლოდ კერძო კომპანიის წარმომადგენლებს, რათა მათგან მიიღონ ინფორმაცია რეალობაში არსებულ მდგომარეობაზე. ექსპერტთა მისიები არ ხვდებიან საჯარო მოხელეებს.

ამიტომ, ერთმნიშვნელოვნად უვიცობა და ცილისწამებაა იმის მტკიცება, რომ Doing Business წინა მთავრობის წარმომადგენლების მიერ მოტყუებულია. ეს რეიტინგი მოტყუების საშუალებას არ გაძლევს.

რა მოხდა წელს?

წელს საქართველოს ჩაუთვალეს ერთადერთი რეფორმა - "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" 2011 წლის დეკემბერში მიღებული კანონის იმპლემენტაცია და საქართველო მე-8 ადგილზე გადავიდა.

საქართველოს 2011 წელს მიღებული კანონი, მაშინვე რეფორმად არ ჩაეთვალა, რადგან როგორც უკვე ითქვა Doing Business-ის რეიტინგი ყურადღებას აქცევს პრაქტიკას (კანონმდებლობის აღსრულებას). 1-წლიანი დაკვირვების შემდეგ, Doing Business-მა ჩაგვითვალა რეფორმად კანონის იმპლიმენტაცია (აღსრულება) და არა კანონის მიღება (Doing Business 2014 Report: "Georgia improved its credit information system by implementing a new law on personal data protection").
აღსანიშნავია, რომ საქართველომ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა რეიტინგი Doing Business-ში 2004-2014 წლების განმავლობაში.

შარშან საქართველომ პირველად შეაღწია საუკეთესო ათეულში და მე-9 ადგილი დაიკავა. ამით საქართველომ რეკორდი მოხსნა, რადგან პირველად Doing Business-ის არსებობის ისტორიაში პირველ ათეულში მოხვდა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანა.

ჩვენ დავანგრიეთ სტერეოტიპი რომ საუკეთესო ათეულში მხოლოდ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები უნდა ყოფილიყვნენ.

გასულ წელს Doing Business-ის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურებოდა:
1. სინგაპური
2. ჰონკონგი
3. ახალი ზელანდია
4. ამერიკის შეერთებული შტატები
5. დანია
6. ნორვეგია
7. გაერთიანებული სამეფო
8. კორეის რესპუბლიკა
9. საქართველო - ამ სიაში ერთადერთი განვითარებადი ქვეყანა
10. ავსტარლია

წელს საქართველო დაწინაურდა და Doing Business-ის საუკეთესო ათეული ასეთია:
1. სინგაპური
2. ჰონკონგი
3. ახალი ზელანდია
4. ამერიკის შეერთებული შტატები
5. დანია
6. მალაიზია
7. კორეის რესპუბლიკა
8. საქართველო
9. ნორვეგია
10. გაერთიანებული სამეფო


Doing Business-ის საუკეთესო ათეული არის განვითარებული და სწრაფად განვითარებადი ქვეყნების ჯგუფი. საქართველო ამ ჯგუფის წევრია და ეს ნიშნავს რომ საქართველო სწრაფი განვითარების გზას ადგა იმ რეფორმებით, რომლებსაც ბიზნესის წარმოების გამარტივებისათვის ის ახორციელებდა 2004 წლიდან.

ამასთან, Doing Business-ის ანგარიშის თანახმად, 2005 წლიდან 189 ქვეყანას შორის საქართველოს აქვს ყველაზე მეტი რეფორმა (36) განხორციელებული ბიზნესის წარმოების გამართვისა და გამარტივებისათვის.

ბოლოს კი დავასრულებ Doing Business-ის შეფასებით: "Georgia is the top improver since 2005 both in Eastern Europe and Central Asia and globally".

კომენტარები