აშშ

ნიუ იორკზე თავდასხმის შემდეგ, დონალდ ტრამპი Green Card-ის გაუქმების მოთხოვნით გამოვიდა

AP

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ იორკის თავდასხმის შემდეგ მწვანე ბარათის (Green Card) გათამაშებით გაუქმების მოთხოვნით ქვეყნის კონგრესს მიმართა. ტრამპის განცხადებით, ამ გათამაშების წყალობით მოხვდა ნიუ იორკის თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი აშშ-ში, თუმცა სამართალდამცავებს ამ დრომდე არ დაუდასტურებიათ, რომ ტერაქტში ეჭვმიტანილი საიფულო საიფოვი აშშ-ში იმიგრანტია. 

მანჰეტენზე თავდასხმა 31 ოქტომბერს მოხდა. სატვირთო მანქანამ ფეხით მოსიარულეებს და ველოსიპედისტებს გადაუარა, პარალელურად ის ცეცხლსასროლი იარაღიდანაც ისროდა. შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავებულია.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს. ის ახლა საავადმყოფოში იმყოფება. მედიის ცნობით, ის 29 წლის საიფულო საიპოვია, უზბეკი იმიგრანტი, რომელიც აშშ-ში საცხოვრებლად 2010 წელს ჩავიდა.

კომენტარები