თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ, ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა. მეორე ტური ქუთაისში, ყაზბეგში, ბორჯომში, ოზურგეთში, მარტვილსა და ხაშურში გაიმართება.
ამასთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მეორე ტურებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის მიუხედავად, ენმ-ის კანდიდატი ბიულეტინში დაფიქსირებული იქნება.
მეორე ტური ქუთაისსა და მარტვილში გაიმართება ქართული ოცნების და ენმ-ის კანდიდატებს შორის. ხაშურსა და ოზურგეთში - ქართული ოცნების და დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის, ყაზბეგში ქართული ოცნების და დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატებს შორის, ხოლო ბორჯომში - ქართული ოცნების და პატრიოტთა ალიანსის კანდიდატს შორის.