პაკისტანის ავიახაზები

პაკისტანის საერთაშორისო ავიაკომპანიას ნიუ-იორკში ორი ცხედარი დარჩა

BBC

პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზებს (PIA) ნიუ-იორკის ჯონ კენედის აეროპორტში ორი ცხედარი დარჩა. გარდაცვლილთა კუბოები პაკისტანში 28 ოქტომბერს უნდა ჩასულიყო, მაგრამ ეკიპაჟს ცხედრები აეროპორტში დარჩა.

დაგვიანებული ტრანსპორტირების გამო, ერთ-ერთი ცხედარი აშშ-ში დაკრძალეს, მეორე ცხედარი კი პაკისტანში Etihad-ის ავიახაზებით გადაასვენეს. PIA-მ გარდაცვლილთა ოჯახებს ბოდიში მოუხადა და ხარჯების სრულად დაფარვა აღუთქვა.

28 ოქტომბრის რეისი პაკისტანის ავიახაზებისთვის ბოლო ფრენა იყო ნიუ-იორკიდან. ამიერიდან, ნიუ-იორკი-პაკისტანის რეისს ეტიჰადის ავიახაზები შეასრულებს. თუმცა გადაწყვეტილება ცვლილების შესახებ ბევრად უფრო ადრე მიიღეს და მომხდართან კავშირი არ აქვს.

კომენტარები