თურქული გემის ჩაძირვა

შავ ზღვაში, სტამბოლის სანაპიროსთან თურქული გემი ჩაიძირა

intelligencerpost.com

შავ ზღვაში, სტამბოლის სანაპიროსთან თურქული სატვირთო გემი ჩაიძირა. გემზე, სახელად Bilal Bal-ი, რომელიც თურქეთის პროვინცია ბურსადან ზონგულდაქისკენ მიცურავდა, ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფებოდა. თურქული მედიის ინფორმაციით, სანაპიროს დაცვის სამსახურმა 4 ადამიანის ცხედარი იპოვნა. ეკიპაჟის ყველა წევრი თურქია.

თურქეთის პრემიერმინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, სამძებრო და სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სამაშველო ოპერაციაში 3 გემი და ერთი ვერტმფრენია ჩართული. 

კომენტარები