აფეთქება ავღანეთში

ქაბულში აფეთქებას სულ მცირე 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

reuters

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარ ძლიერ აფეთქებას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 10 კი დაიჭრა. ჯანმრთელობის სამინისტროს ოფიაციალური განცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

უცხოური მედიის ინფორმაციით, თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა ქაბულის ცენტრში, ე.წ. დიპლომატიურ უბანში, ავსტრალიის საელჩოსთან აიფეთქა.

ამ დრომდე, მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია.

 

კომენტარები