lgbt უფლებები

კლუბ ჩიხურას დირექტორი: გურამმა დააფიქსირა სწორი პოზიცია ძალადობის წინააღმდეგ

ტვ პირველი

საფეხბურთო კლუბ "ჩიხურას" დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ "ტვ პირველი"-ს ეთერში გურამ კაშიას მიერ LGBT სამკლაურით თამაშზე ისაუბრა. შუკაკიძემ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა.

"გურამ კაშია არის ჩემი მეგობარი, გურამ კაშია არის სამაგალითო პროფესიონალი. მე ჰოლანდიაში ვიყავი რამდენიმე წლის წინ და ახლაც მივდივარ მასთან საქმიან შეხვედრაზე, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა ავტორიტეტით სარგებლობს გურამი, რომელიც მან დაუღალავი შრომითა და მაღალი პროფესიონალიზმით მოიპოვა. ქართველებს რაც ყველაზე მეტად გვაკლია არის პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება და გურამ კაშიამ ამით გააცნო საქართველო ჰოლანდიას. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი პატივისცემით სარგებლობს ის ისეთ გუნდებში, როგორიც არის "აიქსი", "პსვ", "ფეინოორდი" და ვერ წარმოიდგენთ თითოეული არნემში მცხოვრები როგორი პატივისცემით მოიხსენიებს მას. გურამმა დააფიქსირა ძალიან სწორი პოზიცია, დააფიქსირა პოზიცია ძალადობის წინააღმდეგ და დამეთანხმებით ალბათ ერთი და მეორე მხარეც, რომ ჩვენ ყველამ ერთად არა უნდა ვუთხრათ ნებისმიერი ტიპის ძალადობას."- თქვა "ჩიხურას" დირექტორმა.

კომენტარები