მოხუცთა თავშესაფარი

98 წლის დედა მოხუცთა თავშესაფარში იცხოვრებს, რათა 80 წლის შვილს მოუაროს

ladbible.com

98 წლის ადა კიტინგი მოხუცთა თავშესაფარში იცხოვრებს, რათა თავის 80 წლის შვილს, ტომს მოუაროს.

ტომი არასდროს დაქორწინებულა და მთელი ცხოვრების მანძილზე დედასთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ 2016 წელს, ის ლივერპულში არსებულ მოხუცთა თავშესაფარში გადავიდა საცხოვრებლად.

"მე ყოველ ღამე, ტომს ტკბილ ძილს ვუსურვებდი და ყოველ დილით მის ოთახში შევდიოდი, რათა კარგი დილა მესურვებინა. როდესაც თმის შესაჭრელად მივდიოდი, ტომი მელოდებოდა, როდის დავბრუნდებოდი სახლში. დაბრუნების შემდეგ კი, ის მოდიოდა და მეხუტებოდა."- თქვა ადა კიტინგმა.

ტომი ადას უფროსი ვაჟია. ადა კიტინგს კიდევ ოთხი შვილი და სამი და ჰყავს, რომელთაგან ერთ-ერთი 13 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ტომი ძალიან ბედნიერია დედის მოხუცთა თავშესაფარში გადასვლით.

"აქ ძალიან კარგი ადამიანები არიან და ბედნიერი ვარ, რომ დედა უკვე აქ ცხოვრობს. ის ძალიან კარგად მივლის." - თქვა ტომმა.

კომენტარები