დაჭრა თელავში

თელავში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

თელავში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე გუშინ მოხდა. მამაკაცი ფეხის არეში არის დაჭრილი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმეა დაზიანებას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა. 

კომენტარები