აფხაზური ენის დღე

კვირიკაშვილი: ვქმნით აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას

27 ოქტომბერი არის აფხაზური ენის დღე და მინდა, ყველას მოგილოცოთ და განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს. მინდა, გაგაცნოთ ინიციატივა. ჩვენ ვქმნით აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას და ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი ნდობის აღდგენის პროცესში. ეს პროგრამა ითვალისწინებს მრავალმხრივ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი ბიუჯეტი გამოყოფილი და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთვება ამის განხორციელებაში. მე მჯერა, რომ აფხაზური ენისა და კულტურის მიმართ ჩვენი წრფელი და სიღრმისეული დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ დამწვარი ხიდების აღდგენის პროცესში, რომელიც აუცილებელია ჩვენი ერთიანობისთვის.

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები