არჩევნები 2017

კალაძე: მინდა წიგნი გამოვცე ჩემს ცხოვრებასთან და კარიერასთან დაკავშირებით

ჩემი განვლილი ცხოვრება მართლა ძალიან საინტერესოა. სამტრედიის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დავიბადე. როდესაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, მითხრეს, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ გამოვიდოდა და ალბათ აჯობებდა რაიმე სხვა მიმართულებით წავსულიყავი. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო, ძალიან დამთრგუნველი, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მე გავაგრძელე შრომა, მუშაობა და ამ მიმართულებით იყო ძალიან ბევრი წარმატება. ისე, ადამიანმა რომ შეხედოს, შეიძლება ერთი შეხედვით იფიქროს, რომ ძალიან იოლია, თუმცა ამის უკან რა იდგა, რა რთული ბარიერების გამოვლა მომიწია, ბევრ დროს დავხარჯავ რომ ეს ყველაფერი გადმოვცე. ჯერ არა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ მინდა უბრალოდ წიგნი გამოვცე ჩემს ცხოვრებასთან, კარიერასთან დაკავშირებით, თუ რა იყო, როგორ იყო, რა სირთულეები გამოვიარე და რა წარმატებები იყო. მინდა ეს ყველაფერი უბრალოდ გავუზიარო საზოგადოებას. ძალიან ბევრი ახალგაზრდა მიყურებს მე ზოგადად და მინდა მათ მივმართო და ვუთხრა, რომ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია შრომა. არის მომენტები, როდესაც გიჭირს რაღაცეების გადალახვა და ხშირია შემთხვევები, როდესაც ნებდებიან. არ უნდა დანებდე, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ეს სირთულეები გადალახო. როდესაც ერთ სირთულეს გადალახავ, შემდეგ უფრო ძლიერი ხდები და დანარჩენი სირთულეების გადალახვა უფრო გიადვილდება. ამიტომ, ხასიათის გამოვლენა, მიზანდასახულობა, სწავლა, ინტელექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი

კახა კალაძის განცხადება "პალიტრანიუსის" ეთერში.

კომენტარები