არჩევნები 2017

კალაძე: იქნება ატესტაციები, ნათესავი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი აღარ იქნება

Kakha Kaladze/Fb.com

თბილსის არჩეული მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ დედაქალაქის მერიაში ბევრი სამსახურის უფლებამოსილება ერთმანეთს კვეთს და ისინი გაიმიჯნება. გარდა ამისა, კალაძის თქმით, უწყებაში არიან კომპეტენტური ადამიანები, თუმცა საჭიროა ცვლილებები და ატესტაციები.

"არიან ადამიანები, ვინც პროფესიონალები და კომპეტენტურები არიან, წლების განმავლობაში მუშაობდნენ მერიაში. მე არავის არ ვებრძვი. ჩვენ ვიმოქმედებთ აბსოლუტურად გამჭვირვალედ და ღიად. ჩატარდება ატესტაციები, იქნება სამსახურების გარკვეული ცვლილებები. ბევრი სამსახური თავის უფლებამოსილებას ერთმანეთში კვეთს, ბევრი რაღაცის გამიჯვნა იქნება აუცილებელი. ჩვენთვის მთავარი არის პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და პატიოსნება. საზოგადოებამ მე მომანიჭა ძალიან სერიოზული მანდატი, ვიყო ქალაქის მერი. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის. ხალხს როდესაც ვხვდებოდი, მათ აქვთ ძალიან დიდი იმედი და მე შესაბამისად უნდა ვიმოქმედო, უნდა გავაკეთო ყველაფერი, რომ იმედები არ გავუცრუო დედაქალაქის მოსახლეობას. მაქსიმუმს გავაკეთებ, ყველაფერს გავაკეთებ, დღე და ღამე ვიშრომებ იმისთვის, რომ არსებული რეალობა შევცვალოთ. რა თქმა უნდა, ასევე, ადამიანების სწორად გამოყენება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. არიან მერიაში კომპეტენტური ადამიანები, ვისი გამოყენება, მათი კვალიფიკაცია ამ პროცესებში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ბევრი ახალი ადამიანი მოვა, თუმცა ნათესავი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ეს ვეღარ და აღარ იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

კომენტარები