არჩევნები 2017

კალაძე: ვინც კორუფციას იკადრებს, თავისი ფეხით ეძებოს ციხის კარები

ის ადამიანი, ვინც ამას იკადრებს და გააკეთებს, ვინც ჩემთან გააგრძელებს მუშაობას, პირდაპირ ჩემი მტერი იქნება. პირდაპირ ვეტყვი ასეთ ადამიანებს, რომ შეეძლებათ თავისი ფეხით ეძებონ ციხის კარები. შეუძლებელია, ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები. ის ნდობა და ის იმედი, რაც თბილისელებს აქვთ ჩემს მიმართ, ყველაფერს გავაკეთებ რომ გავამართლო. შესაბამისად, ადამიანების მიმართ, ვინც კორუფციაში იქნებიან შემჩნეულნი, ძალიან მკაცრი დამოკიდებულება გვექნება, თუ იქნებიან ასეთი ადამიანები.

თბილისის არჩეული მერი, კახა კალაძე "პალიტრანიუსის" ეთერში მერიაში კორუფციაზე საუბრობს.

კომენტარები