ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

მოკრივე მამაკაცს, რომელმაც პარტნიორ ქალს სცემა, 20 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

BPM Media

დიდ ბრიტანეთში, კრივის ტრენერმა რასელ მასონმა მეგობარ ქალს სარა ვითლის სცემა და კიბიდან დააგორა. 37 წლის ქალმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო და ერთი კვირა საავადმყოფოში გაატარა. შემთხვევის დროს, სახლში სარა ვითლის ორი პატარა ქალიშვილი იმყოფებოდა, რომელთაც მეზობელ ოთახში ეძინათ.


ფოტო: BPM Media

რასელ მასონი დაიჭირეს და 20-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ვითლი განაჩენს ასაჩივრებს.

"ეს ხუმრობას ჰგავს. ვერ ვიჯერებ, რომ მხოლოდ 20 თვე მიუსაჯეს. ის ციხიდან ამ დროის ნახევარში გამოვა. პოლიცია უფრო და უფრო სერიოზულად რეაგირებს ოჯახურ ძალადობაზე, მაგრამ სასამართლო შესაბამის სასჯელს არ აკისრებს დამნაშავეს.“ - განაცხადა დაზარალებულმა.

ცემის და კიბიდან დაგორების ფაქტი სახლის ვიდეოკამერებმა გადაიღეს. სარა ვითლიმ ვიდეომასალა ცემის შემდეგ გადაღებულ ფოტოებთან ერთად გაავრცელა.

კომენტარები