ნიკა კაჭარავა

ნიკა კაჭარავა: ვგმობ ყოველგვარ აგრესიას

Worldsport.ge

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა და "ვიტესის" მცველმა გურამ კაშიამ, "ჰერაკლესის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით ითამაშა. ამ ფაქტს ინტერნერ სივრცეში ნეგატიური გამოხმაურებები მოყვა ქართველი ფეხბურთის გულშემატკივრების ნაწილისგან.

ამ თემასთან დაკავშირებით ტაბულა საქართველოს ნაკრებისა და პოლონური "კორონას" თავდამსხმელს ნიკა კაჭარავას ესაუბრა.

"კაშო დღევანდელი ჩვენი ნაკრების ლიდერია. იგი სამაგალითოა ყველა ფეხბურთელისთვის როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა. იმის გამო, რომ ხალხის გარკვეულ ნაწილს რაღაც საკითხთან დაკავშირებით მისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს, ამხელა აურზაურის შექმნა არ მგონია მართებული. არ შეიძლება ერთ დღეში დაგავიწყდეს ის, თუ რამდენი რამ აქვს გაკეთებული მას ნაკრებისთვის და საერთოდ საქართველოსთვის.

როგორც ვიცი ამ დღეს ნიუ იორკში სექსუალური უმცირესობებისა და პოლიციის შეტაკება მოხდა და ამ სამკლაურით სწორედ ამას გმობენ. აგრესიის დაგმობაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით ვგმობ ყოველგვარ აგრესიას."

კომენტარები