ქურთისტანი

ქურთისტანის რეგიონულმა მთავრობამ ერაყის მთავრობას დიალოგისაკენ მოუწოდა

Reuters

ქურთისტანის რეგიონულმა მთავრობამ ერაყის მთავრობას განუცხადა რომ მზად არიან დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა დროებით შეაჩერონ და კრიზისი სამხედრო ძალის ნაცვლად დიალოგის მეშვეობით გადაჭრან.

"მხარეებს შორის ბრძოლა გამარჯვებამდე არცერთს არ მიიყვანს. ეს მხოლოდ ქვეყნის სრულ განადგურებამდე მიგვიყვანს." ნათქვამია ქურთისტანის რეგიონული მთავრობის განცხადებაში.

მათ ერაყის მთავრობას ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, სექტემბრის რეფერენდუმის შედეგების გაყინვა და ღია დიალოგის დაწყება შესთავაზეს.

ერაყის მთავრობამ რეფერენდუმი არალეგალურად სცნო და საპასუხოდ ქურთების მიერ ე.წ. ისლამური სახელმწიფოსაგან დახსნილი ტერიტორიების აღება დაიწყო.

სოციალურ მედიაში ერაყის სამხედრო ძალების წარმომადგენელმა დაწერა, რომ "სამხედრო ოპერაციები პოლიტიკასთან კავშირში არ არის" და რომ ისინი მაინც გაგრძელდება.

ერაყის პრემიერ მინისტრმა, ჰეიდარ ალ-აბადიმ ქურთისტანის რეგიონულ მთავრობას ავტონომიური რეგიონის ტერიტორიაზე თურქეთთან სასაზღვრო პუნქტებზე კონტროლის გადაცემა მოსთხოვა.

პეშმერგას ძალებმა ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური და პრო-სამთავრობო მებრძოლების შეკავება გუშინ რაბიას რეგიონთან შეძლეს, რომელიც თურქეთის საზღვრიდან 40 კილომეტრზე მდებარეობს.

 

კომენტარები